ნიკოლ კიდმანი, შარლიზ ტერონი და მარგო რობი ჰოლივუდური ეკრანიზაცია „სექს სიმბოლოს" პრემიერაზე გამოჩნდნენ. ფილმის ჩვენებამდე მსახიობებმა შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მედიისთვის ფოტოსესია მოაწყეს. კინოჩვენება ჰოლივუდში გაიმართა. ბიოგრაფიული დრამა „ფოქს ნიუსის" თანამშრომელ ქალებზე მოგვითხრობს, რომლებიც ტელეკომპანიაში როჯერ აილსის ხელმძღვანელობის პერიოდში მუშაობდნენ. აილსი სატელევიზიო ქსელის დამფუძნებელი და არქიტექტორი იყო, რომელმაც 2016 წელს სექსუალური შევიწროების სკანდალის გამო დატოვა თანამდებობა. „სექს სიმბოლო" კინოგაქირავებაში დეკემბრიდან ჩაეშვება.
ნიკოლ კიდმანი, შარლიზ ტერონი და მარგო რობი „სექს სიმბოლოს" პრემიერაზე გამოჩნდნენ
15 ოქტ 201908:33
3 წუთის საკითხავი